Friday, February 23, 2018

თამარ მეცხვარიშვილის ბლოგი ასთენოსფერო


ტექნიკის განვითარების კვალდაკლავ უფროდაუფრო მეტი ურთიერთობა მყარდება ადამიანსა და ლითოსფეროს შორის. ლითოსფეროს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში, იგი ხომ სასარგებლო წიაღისეულის ,,საცავია”. ცნობილია რომ, ლითონურ სასარგებლო წიაღისეულს ლითოსფეროს ზედა ფენებიდან იღებენ, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოსაპოვებლად კი ჭაბურღილებია საჭირო. ბუნებრივია მიჩნდება კითხვა სადამდე შეიძლება გაიბურღოს ლითოსფერო, რომ საშიში არ შეიქმნას ადამიანისათვის, არ გაძლიერდეს ენდოგენური სტიქიური მოვლენები -მიჭისძვრები და ვულკანების ამოფრქვევა, რამაც ექსტრემალური სიტუაციები შეიძლება გაახშიროს.
  გამიჩნდა სურვილი გამეგო მეტი ლითოსფეროს შესახებ.
რა იწვევს ლითოსფეროს ფილების მოძრაობას.
რა მდგომარებობაა ფილების ქვეშ.
რა ქვია ფილების ქვეშ მდებარე ფენას.
მოვიძიე მასალები ქართული ვიკიპედიიდან გავიგე ,რომ ფენას რომელიც ლითოსფეროს ფილების ქვეშ იმყოფება ასთენოსფერო ქვია, მგრამ მასალა მეტად მწირი იყო. ამიტომაც გადავწყვიტე შეძლების და გვარად მეთარგმნა ინგლისური ვიკიპედიიდან

 ისტორია

     ასთენოსფეროს აღმოჩენის ისტორია ძალიან მრავალფეროვანი არ არის. მისი არსებობის შესახებ აზრი 1926 წელს გამოითქვა მაგრამ ვერ დამტკიცდა მისი არსებობა და უკვე 1960 წლის 22 მაისს, ჩილის დიდი მიწისძვრის შემდეგ რომელიც 9,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა  იყო, აღმოაჩინეს ასთენოსფერო.
ზოგადი მიმოხილვა
 ასთენოსფერო(ბერძნულად-სუსტი+სფერო)არის ძალიან ბლანტი, მექანიკურად სუსტი და ადვილად დეფორმირებადი რეგიონი დედამიწაში, ის მდებარეობს ზედა მანტიის ქვეშ.ასთენოსფერო არის მოთავსებული ლითოსფეროს ქვეშ 80-200 კმ-მდე სიღრმეში დედამიწის ზედაპირიდან.
 დედამიწის შრეები მათ შორის ასთენოსფერო
 
 მისი სიმძლავრე და ფიზიკური თვისებები
 
ასთენოსფერო თითქმის მყარი ,მაგრამ ამავდროულად ბლანტი რეგიონია მას გააჩნია ისეთი ადგილებიც რომელთა სიმძლავრე 80-200კმ-ს აღემატება ეს რეგიონი შეიძლება დედამიწის ზედაპირიდან 700კმ-ით იყოს დაშორებული ,ასეთი ადგილები ჩვენ გვხვდება შუაოკეანური ქედის ქვეშ,ს მაგრამ მისი ქვედა ნაწილი კარგად არაა შესწავლილი. ასთენოსფეროს სიმძლავრე დამოკიდებული უმეტესად მის ტემპერატურაზე. ზუსტად  ასთენოსფეროზეა დამოკიდებული დედამიწის ზედაპირის დეფორმაცია (ტექტონიკური ფილების მოძრაობა).მისი დიდი ნაწილი მდნარი სახითაა წარმოდგენილი და ყველაზე მდნარ ნაწილს შევხვდებით შუაოკეანური ქედის ქვეშ .

მისი მდგომარეობა და თვისებები


     ასთენოსფერო წარმოადგენს სფეროს რომელიც მოთავსებულია ზედა და ქვედა მანტიებს შორის ის მდებარეობს ლითოსფეროს ქვეშ და იგი დაკავშირებულია ტექტონიკური ფილების მოძრაობასთან და იზოსტატიკურ რეგულაციებთან.


 
 
      ლითოსფერო-ასთენოსფეროს ტემპერატურა იზოთერმული საფეხურით იზრდება 1300˚C-მდე .უფრო მაღლა მანტია მყარდება ხოლო შედარებით ქვევით კი უფრო ბლანტდება. და მაინც როგორ მოხდა ასთენოსფეროს აღმოჩენა? ეს დაკავშირებულია სეისმურ ტალღებთან ,რომლებიც ასთენოსფეროში გადაადგილდებიან ნელა ლითოსფეროს ზედა ნაწილთან შედარებით .ასთენოსფეროს დაბალი სიჩქარის ზონასაც უწოდებენ.  სეისმური ტალღების სიჩქარის შემცირებას ლითოსფეროდან ასთენოსფეროში შეიძლება ყოფილიყო გამოწვეული თუ ასთენოსფერო ბლანტი იქნებოდა აი ასე დაადგინეს მეცნიერებმა მისი არამყარობა .ლითოსფეროს ქვედა საზღვარი, როგორც უკვე ვიცით ასთენოსფეროზეა დაწოლილი 180-220კმ-მდე ლიმძლავრეზე, მაგრამ ზოგ არეში ასთენოსფეროს სიმძლავრე იცვლება და 700 კმ-მდე ადის (როგორც უკვე ვახსენე ზემოთ მოცემულ ტექსტში ეს ტერიტორია შუა ოკეანური ქედის ქვეშ მდებარეობს).
 
     სეისმოლოგების დაკვირვების შედეგად მივიღეთ ინფორმაცია ასთენოსფეროს ფიზიკური აგებულების შესახებ ,იმისდა გათვალისწინებით რომ სეისმური ტალღების სისწრაფე ნელდება სიმაგრის კლებასთან ერთად. ძველი ოკეანის მანტიაში გადაიცემა ლითოსფეროდან ასთენოსფეროში წყალმარჩხი,ბასრი და გრძელი ბლანტი ნივთიერება რომლის სიჩქარე 5%-10%-ით ვარდება. ასთენოსფეროს ზედა ნაწილი არის მიჩნეული რომ მტკიცეა და ამავდროულად ადვილად მსხვრევადი   და მდებარეობს  ტექტონიკური  ფილების ქვეშ.


     
      დიდი ტემპერატურისა და წნევის პირობებში ასთენოსფეროში გარდამავალი პროცესები მინდინარეობს აქ ქვა(ზოგადად კონკრეტულად არ ვასახელებ)გადაიქცევა ელასტიურ ნივთიერებად , ისინი რაღათქმაუნდა დეფორმაციასაც განიცდიან მათი დეფორმაციის სიჩქარე გამოითვლება სმ/წლ, მაგრამ თუნდაც დაბალი სიჩქარით ეს ელასტიური მასა შედარებით დაბალი წნევის არესაკენ მიიწევს ანუ დედამიწის ზედაპირისაკენ ისინი გზად სხვადასხვა ქანებს ხვდებიან ეს ელასტიური მასა თავის გზაზე გადასცემს სითბოს დედამიწის ქანებს და ამან შეიძლება ამ ქანების გალღობაც გამოიწვიოს. როგორც უკვე ვახსენე ქვა გადაიქცევა ელასტიურ ნივთიერებად რომლის მოქმედებით დედამიწის ქერქში იწვევს ქანების მსხვრევას და წარმოქმნის ეგრეთწოდებულ ნასხლეტებს. როგორც უკვე ვიცით ლითოსფერო მყარია და შესაბამისად ის ბლანტ ასთენოსფეროზე ტივტივებს და იწვევს ტექტონიკური ფილების მოძრაობას დედამიწის ქერქში აი ესაა გამომწვევი მიზეზი ფილების მოძერაობისა.
 
   მასალა მოძიებულია ვიკიპედიიდან იხ.ლინკი
   მასალა  ნათარგმნია  მარიამ შუბითიძის მიერ

No comments:

Post a Comment